სირცხვილია როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც რუსი ოლიგარქის მიერ იმართება - კობახიძე
ხელისუფლებას, რომელსაც ღირსება არ გააჩნია სიკეთეს ვერ მოიტანს - "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილები შეწყვეტას ეხმაურბა.
მისი თქმით, ხელისუფლება "ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება".
უსამართლობის განცდა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნაა, რაც გეუფლება, როცა უყურებ როგორ მოუხსნეს ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი, სირცხვილია როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება. ქვეყნის უპერსპექტივობა, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია მიზანი და შესაბამისად, გეგმა. ერთადერთი რაც გამოძრავებთ - არის ძალაუფლება, რათა შეინარჩუნოთ პირადი კეთილდღეობა.
ეს მალე დამთავრდება! ქართველი ხალხი არაა თქვენისთანა ხელისუფლების ღირსი, არაა ასეთი გაჭირვების და უიმედობის ღირსი! ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ის სიკეთეს ვერ მოიტანს.
ბრძოლა გრძელდება და ის დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით!”,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.