საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მამალაძის საქმის განხილვა ხელახლა იწყება

16.02.22 10:00
საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მამალაძის საქმის განხილვა ხელახლა იწყება

საკონსტიტუციო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვას იწყებს - უფლებადამცველები იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ რის საფუძველზეც ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მღვდელი გაასამართლეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულ დეკანოზს სასამართლო  განხილვების დროს დაცვის ეფექტურად განხორციელების უფლება შეეზღუდა.

საუბარია ადვოკატებისთვის დაკისრებულ გაუთქმელობის ვალდებულებაზე. ამ ნორმების გაუქმების შემთხვევაში, მამალაძის საქმის გადასინჯვა და თავიდან განხილვა გახდება შესაძლებელი.

ადვოკატის ინფორმაციით საკონსტიტუციომ საქმე ერთხელ უკვე განიხილა, თუმცა პოლიტიკური გავლენების ქვეშ მყოფმა მოსამართლეებმა კოლეგიას გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცეს, ამიტომ საქმე ახლა დიდ პალატას გადაეცა.