ტატამი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ნაცვლად - ქარელის საკრებულოში ხმაურია

16.02.22 10:01
ტატამი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ნაცვლად - ქარელის საკრებულოში ხმაურია

ტატამი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ნაცვლად - ქარელის მოჭიდავე მერმა, რაიონში არსებული ერთადერთი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი დახურა და ამ თანხით ტატამი იყიდა.

სპორტსმენი მერის გადაწყვეტილებას დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოყვა. სხდომას გაუქმებული აიპის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

ზაზა გულიაშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ორი თვის წინ გააუქმა და სამსახურის გარეშე დატოვა 6 ადამიანი. ყველა მათგანი აცხადებს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია.