ბადრი ჯაფარიძის ხელახალი დეპუტატობის შანსი - ოპოზიციაში პოლიტიკური კონულტაცების ახალი რაუნდი იწყება

16.02.22 11:31
ბადრი ჯაფარიძის ხელახალი დეპუტატობის შანსი - ოპოზიციაში პოლიტიკური კონულტაცების ახალი რაუნდი იწყება

ბადრი ჯაფარიძის ხელახალი დეპუტატობის შანსი -  "პირველების" ინფორმაციით, პოლიტიკური კონულტაცების ახლი რაუნდი იწყება. დიდი შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისშია დაგეგმილი. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ენმ რუსთავის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დასახელებას მხარს უჭერს. 

პარტიის ლიდერები კამერების წინ აცხადებენ, რომ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება. 

რა თქმა უნდა ამაზე გვექნება მსჯელობა, თუ რა იქნმება ნაციონალური მოძრაობის პოზიცია რუსთავთან მიმართებაში. გადაწყვეტილება საერთო კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი და გავაკეთებთ განცხადებას"- განაცხადა "ტვ პირველთან" გიორგი ბოტკოველმა. 

გახარიას გუნდში ამ ეტაპზე დაზუსტებით მხოლოდ ის იციან, რომ  რუსთავის შუალედურ არჩევნებზე კანდოდატს არ დააყენებენ. რაც შეეხება რომელიმე კანდოდატისთვის მხარდაჭერას, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ "არჩევნებამდე დრო არის". 

"სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრები საკითხზე შიდა კონსულტაციებს დღეს გამართავენ. სერგო ჩიხლაძის თქმით, დაგეგმილია ლელოს ლიდერებთან და პირადად  ბადრი ჯაფარიძესთან პირისპირ შეხვედრებიც. 

ცნობილია "ევროპული საქართველოს" პოზიციაც - პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ვთვლით, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ამიტომ ამ პოზიციიდან გამომდინარე, ევროპული საქართველო არჩვენებში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა ბადრი ჯაფარიძეს წარმატებებს ვუსურვებთ"- განაცხადა ლაშა დამენიამ. 

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ჯაფარიძეს რუსთავში გამარკვების შანსი ნულის ტოლია. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, "ლელოს" ლიდერი რუსთაველების პრობლემებს არ იცნობს. 

მიმდინარე წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ. პარლამენტში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა,  რაც "ქართული ოცნების" წევრმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი რუსთავის მერად არჩევის შემდეგ დატოვა.

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის მოსახლეობასა და ოპოზიციურ პარტიებს შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერისკენ გუშინ საგანგებო ბრიფინგიდან მოუწოდა.

გუშინ "ქართულმა ოცნებამ" სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას  სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.