პრემიერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ - მტკიცებულებები სუს-ში უკვე გადაიგზავნა

16.02.22 12:17
პრემიერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ - მტკიცებულებები სუს-ში უკვე გადაიგზავნა

"ანტიკორუფციული მოძრაობა" საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკანონო შემოსავლების მიღებაში ადანაშაულებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების მტკიცებით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნავთობის გადაზიდვის ბიზნესში, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესები იკვეთება.

მათი მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის მეგობრები, ყოფილი მაღალჩინოსნები კომპანია "ექსი მოლს" ფლობენ, რომელიც ნავთობის ინპორტისა და ექსპორტის ბიზნესს აკონტროლებენ.  მოძრაობის წევრები, ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ კომპანიას პრემიერი მფარველობს, სანაცვლოდ კი არადეკლარირებულ შემოსავალს იღებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ფაქტის დროულ გამოძიებას მოითხოვენ. მათ სუს-ში შესაბამისი განცხადებაც შეიტანეს. 

ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა, მისი უახლოესი მეგობრები, აკაკი ჩხენკელი და ირაკლი სამყურაშვილი ფლობენ "ექსი მოილს", რომელსაც მონოპოლისტური პოზიცია უკავია ნავთობის გადაზიდვის სფეროში.  ხდება საერთაშორისო კომპანიების გამოგდება ბაზრიდან, რაც აჩენს ეჭვს, რომ ამ კორუფციულ გარიგებებში ირაკლი ღარიბაშვილია ჩართული. 

სუს-ის ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან საკმარისზე მეტი ინფორმაცია გვაქვს" - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი. 

"ანტიკორუფციული მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ღარიბასვილის გარემოცვის წევრები, საერთაშორისო ბაზრის მოთამაშეებს ავიწროებენ. 

ვხედავთ, როგორ ძვირდება საწვავი და ამ პირობებში გვყავს მონოპოლისტი კომპანია, რომელიც იმ ძალაუფლებით სარგებლობს, რომელიც დღეს ირაკლი ღარიბაშვილს აქვს"- თქვა მან.