ვიფიქროთ ერთიან ფრონტზე - ბადრი ჯაფარიძის მიმართვა ოპოზიციას

16.02.22 12:29
 ვიფიქროთ ერთიან ფრონტზე - ბადრი ჯაფარიძის მიმართვა ოპოზიციას

"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტი, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" სადებუტატო მანდატი მოუხსნა, ამბობს, რომ შუალედური არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება მნიშვნელოვანია. 

დავინახე ამის პირდაპირი საჭიროება, გამომდინარე იმ მხარდაჭერისგან, რომელიც საზოგადოებისგან ვიგრძენი, ეისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ოპოზიციისგან, და ჩავთვალე, რომ ეს არის ჩემი პასუხი პასუხი მხარდაჭერაზე. 

მთავარია, ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან მოხდეს შეთანხმება. უნმა მოხდეს ამ არჩევნებში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობა. ყვალა ოპოზიციონერს მოვუწოდებ, რომ ვიფიქროთ ერთიან ფრონტზე, გაერთიანებულ ძალისხმევაზე. მზად ვარ, კონსულტაციები მქონდეს ყველასთან"- უთხრა ჯაფარიძემ "ტვ პირველს". 

ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

მიმდინარე წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ. პარლამენტში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა,  რაც "ქართული ოცნების" წევრმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი რუსთავის მერად არჩევის შემდეგ დატოვა.

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის მოსახლეობასა და ოპოზიციურ პარტიებს შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერისკენ გუშინ საგანგებო ბრიფინგიდან მოუწოდა.

გუშინ "ქართულმა ოცნებამ" სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას  სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.