ხმაური და დაპირისპირება კასპში - "ოცნებამ" პროტესტის მონაწილეებს კონტრაქცია მოუწყო
კასპში, მერიის შენობა ცოტა ხნის წინ დაპირისპირების ეპიცენტრი იყო. ფასების ზრდის გასაპროტესტებლად მისულ მოქალაქეებს "ქართულმა ოცნებამ" პარტაქტივი მიუგზავნა.
ადგილზე აგრესიული საჯარო მოხელეები და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ე.წ. "მეცოცხეები" ოპოზიციის წევრებს და მხადამჭერებს დაუპირისპირდნენ. მათ შორის იყვნენ გიული ყოჩიაშვილი, ილია ნონიაშვილი, ვახო პაპაშვილი.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
აქციის და კონტრ აქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონი დგას.