კიევში მსოფლიოს ლიდერები ჩადიან - საქართველოს მთავრობა სიფრთხილის პოლიტიკას ინარჩუნებს
მსოფლიო ლიდერები მხარდასაჭერტას კიევში ჩადიან. ომის ზღვარზე მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ ჩასულა. "ქართული ოცნება" კვლავ სიფრთხილის პოლიტიკას ინარჩუნებს და მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლება. მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თბილისიდან გააკეთეს. უკრაინის მხარდასაჭერ ღონისძიებას საელჩოსთან არჩილ თალაკვაძე და დავით ზალკალიანი დაესწრნენ.
შემაშფოთებელია ვუყურებდეთ 21-ე საუკუნეში იმ მასშტაბურ სამხედრო მობილიზაციას , რომელიც ხდება უკრაინის საზღვრებთან და განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო გუშინდელი რუსეტის დუმის გადაწყვეტილება მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიისთვის აღიარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს. დღევანდელი მსოფლიო სრული სერიოზულობით დგას მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე", - ამბობს დავით ზალკალიანი.
ერთიანობის დღეა, საქართველო რა თქმა უნდა არის უკრაინის გვერდით, ვუცხადებთ სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოების სურვილი და ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და მშვიდობა იქნება გარანტირებული", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
რუსეთის ჯარს უკრაინელები ეროვნული დროშებით ხვდებიან. კიევის სტადიონზე ქვეყნის გიგანტური, 200 მეტრიანი დროშა გამოფინეს. ეროვნული ჰიმნი ისმის კიევის ყველა უბანში.