ვიბრძვით უსამართლობის წინააღმდეგ! - ოპოზიციის ლიდერებს "ლელოს" ოფისში ელოდებიან
ოპოზიციის ლიდერებს "ლელოს" ოფისში ელოდებიან. დღეიდან პოლიტიკური კონულტაცების ახლი რაუნდი იწყება, რის შემდეგაც გაირკვევა, იქნება თუ არა ბადრი ჯაფარიძე ოპოზციის საერთო კანდიდატი რუსთავში. "პირველების" იფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი თანახმაა რუსთავის დეპუტატის არჩვნებზე მხარი ჯაფარძის კანდიდტაურას დაუჭიროს.
"ლელოში" აღნიშნავენ, რომ ისინი უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვიან.
ეს არ არის ჩვენი მხრიდან ერთი კონკრეტული მანდატისთვის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელის მომსწრე გავხდით და რომელიც მთელი საზოგადოების წინაშე გათამაშდა. დღეს გვექნება კონულტაციები, გუშინაც აზრთა გაცვლა-გამოცვლის მოტივით იყო გარკვეული ტიპის შეხმიანება. წინასწარი ინფორმაციით, მათ აქვთ შემხვედრი განწყობა და მხარდაჭერის სურვილი"- აცხადებს "ტვ პირველთან" "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე.
"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტი, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" სადებუტატო მანდატი მოუხსნა, ამბობს, რომ შუალედური არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება მნიშვნელოვანია.
მიმდინარე წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ. პარლამენტში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც "ქართული ოცნების" წევრმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი რუსთავის მერად არჩევის შემდეგ დატოვა.
გუშინ "ქართულმა ოცნებამ" სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.