ბადრი ჯაფარიძეს კრიმინალთან აქვს შეხება - "ოცნების" მესიჯბოქსი
"ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ "ლელოს" ლიდერი, რომელსაც სადებუტატო მანდატი მოუხსნეს, საკანონმდებლო ორგანოში ვეღარ დაბრუნდება.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი აპელირებს, რომ "ბადრი ჯაფარიძე თაღლითობაშია ბრალდებული", ამიტომ მისი თქმით, "არ შეიძლება ასეთი განაჩენის მქონე ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს".
გია ვოლსკის განცხადებით, რუსთავის მოსახლეობა ჯაფარიძის საქმეზე კარგად არის ინფორმირებული.
რუსთავის საზოგადოება ის საზოგადოება არ არის, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება ასეთი განაჩენის მქონე ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს"- თქვა ვოლსკიმ.
"ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ სასამართლომ ჯაფარიძის დანაშაული დაადგინა:
რუსტავის მოსახლეობა ხედავს ამ ადამიანმა საზოგადოებას დაანახა თავის თავი როგორც ერთ ერთი პარტიის ლიდერმა, მაგრამ ადამიანმა, რომელმაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ეს დანაშული სასმართლომ დაადგინა. პირდაპირ გეუბნებით, რომ რუსთავში, რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით უარს ეტყვის პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომელთაც კრიმინალთან აქვს შეხება" - განაცხადა დეპუტატმა.
ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. "ლელოს" ლიდერი სავარაუდოდ, ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება.