"ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ"- "პირველებმა" იმ პარტიების ჩამონათვალი გაარკვია, ვინც ჯაფარიძეს მხარს უჭერს
"ყველა ივანიშივლის პარტიის წინააღმდეგ"- "პირველების" ინოფორმაციით, ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური გადაყწვტილება უკვე მიიღო. ისინი ბადრი ჯაფარძის კანდიდატურას რუსუთავში მხარს დაუჭერენ. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერს მხარს დაუჭერს "დროა", "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "სტრატეგია აღმაშენებელი". ოპოზიციის ლიდერებს 'ლელოს" ცენტრალურ ოფისში უკვე ელოდებიან. რაც შეეხება ბოლო ცნობებს, "პირველების" კორესპოდენტის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შიდა პარტიულ კონსულტაციებს მართავენ.
ჩენ გვაქვს შეხვედრა პარტიაში, რომ დავიგეგმოთ წინასაარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით. ვისუაბრებთ საარჩევნო გეგმებეზე. როგორ ვმოქმედებთ, როგორ ვაძლიერებთ ინფრასტრუქტურას. როგორ ვემზადებით შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში. გვაქვს ოპოზიციონერ კოლეგებთან საუბარი დღეს და ხვალ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რიგმა ოპოზიციციურმა პარტიებმა გამოხატეს მხარდაჭერა, რომ ვიყო საერთო კანდიდატი"- თქვა ჯაფარიძემ.
ცნობილია, რომ დღეს დაგეგმილ შეხვედრას გახარიას გუნდი არ დაესწრება და დიდი ალბათობით, ბადრი ჯაფარიძეს პარტია "საქართველოსთვის" მხარდაჭერა არ ექნება.
"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტი, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" სადებუტატო მანდატი მოუხსნა, ამბობს, რომ შუალედური არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება მნიშვნელოვანია.
მიმდინარე წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ. პარლამენტში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც "ქართული ოცნების" წევრმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი რუსთავის მერად არჩევის შემდეგ დატოვა.
გუშინ "ქართულმა ოცნებამ" სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.