უპატრონობის გამო მოკვდა - ბესტაევის და პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმთან ერთად, ღარიბაშვილის ხელისუფლებასაც აკისრებს

16.02.22 15:40
უპატრონობის გამო მოკვდა - ბესტაევის და პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმთან ერთად, ღარიბაშვილის ხელისუფლებასაც აკისრებს

ოკუპანტების კიდევ ერთი მსხვერპლის, დღეს გარდაცვლილი გენადი ბესტაევის ოჯახი, მომხდარში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

ბესტაევის დის, ნაირა გუდაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას დროული რეაგირება რომ მოეხდინა და 52 წლის კაცი ტყვეოიბიდან დაეხსნა, გენადი ბესტაევი ცოცხალი იქნებოდა. 

გარდაცვლილის და "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ ის ცენტრალურ ხელისუფლებას თხოვდა, მისი ძმისთვის საოკუპაციო ხაზიდან მოშორებით, უსაფრთხო საცხოვრებელი გამოეყო, თუმცა უშედეგოდ. 

ჩემი ძმა უპატრონობის გამო მოკვდა, არავინ ეუბნებოდა, რომ იქ ცხოვრება უსაფრთხო იყო. ორი წელია ამას ვქადაგებდი. რეჟიმმა სიკვდილის პირას მიიყვანა და მერე გადმოსცა ქართულ მხარეს. მოკლეს და გადმოაგდეს!"- აცხადებს გარდაცვლილის და. 

გენადი ბესტაევის ცხედარს რამდენიმე საათში საცხოვრებელ სახლში მიასვენებენ. ოკუპანტების  2 წლიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული კაცი  კლინიკაში  გარდაიცვალა.

52 წლის ბესატევი  ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის საოკუპაციო  რეჟიმს წლების განმავლობაში  ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ყავდა გამოკეტილი. ის ციხიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.