მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 14 ადგილით ჩამოქვეითდა
The Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 14 პოზიციით ჩამოქვეითდა და 26-ე ადგილზეა. ასეთი მკვეთრი ვარდნა საქართველოს არცერთი წლის ინდექსში არ ჰქონია.
0-დან 100-მდე სკალაზე საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების დონე 71.8 ქულით ფასდება, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 77.2 ქულა იყო. საქართველოს შედეგის გაუარესება რეიტინგის შემადგენელ თითქმის ყველა კრიტერიუმში პოზიციის ვარდნას უკავშირდება. თუკი 2021 წელს ქართული სასამართლოს ეფექტიანობა 59.3 ქულით ფასდებოდა, ის ახლა 56.4 ქულაზეა.
The Heritage Foundation ის ორგანიზაციაა, რომლის კვლევებსაც მმართველი პარტია ენდობა და არგუმენტად ხშირად იყენებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველო პოზიციებს ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, კარგავს.
ორგანიზაცია, რომელსაც ხშირად "ქართული ოცნება" იმოწმებდა ვითომ თავისი წარმატებების დასადასტურებლად დღეს აქვეყნებს დასკვნას , რომლის მიხედვითაც, აბსოლუტურად ყველა პარამეტრი სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის არის გაუარესებული, ეს არის შედეგი იმ სამთავრობო პოლიტიკის, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს", - ამბობს დავით კირკიტაძე.
პარტია "ლელოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ უარყოფითი შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ გამოიწვია.
ესეთი ვარდნა გამოიწვია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, რომელიც ერთის მხრივ არის მიმართული მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანაზე, მათ შორის სასამართლო სისტემა ეს არის ქვაკუთხედი, საქართველო ყველა საერთაშორისო კვლევაში კარგავს პოზიციებს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "პირველების" კითხვას არ პასუხობს.