ჩვენ უკრაინასთან ერთად ვდგავართ - საქართველოს პრეზიდენტი
ჩვენ უკრაინასთან ერთად ვდგავართ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს.
საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების წინაშე"- აცხადებს პრეზიდენტი.