არჩევანი ინკლუზიურობისა და პლურალიზმის ხარჯზე გაკეთდა - ჰარცელი მანდატების გაუქმებაზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება და ამბობს, რომ არჩევანი ინკლუზიურობისა და პლურალიზმის ხარჯზე გაკეთდა.
გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად"- თქვა ელჩმა.