"მე ზელენსკის ოპოზიციაში ვარ, მაქვს უამრავი კითხვა, თუმცა, პრეზიდენტს უკრაინის შიგნით ვაკრიტიკებ"- გონჩარენკო
"მე ზელენსკის ოპოზიციაში ვარ, მაქვს უამრავი კითხვა მასთან, თუმცა, მე პრეზიდენტს უკრაინის შიგნით ვაკრიტიკებ და არა მის გარეთ"- ასე უპასუხა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ "ტვ პირველის" ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის კითხვას, როგორ უჭირავს კრიზისულ მომენტში უკრაინის პრეზიდენტს თავი.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ დღეს უკრაინაში ერთობის დღეა და არ აპირებს ქვეყნის პრეზიდენტის გაკრიტიკებას.
არ ვაპირებ გავაკრიტიკო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი. ვოლოდიმერ ზელენსკი ქვეყნის პრეზიდენტია, მე მასთან უნდა ვიდგე. ახლა ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ვაპირებ უკრაინის პოზიციების ლობირება ყველგან მოვახდინო, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომლის დეპუტატი ვარ. ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო კარგი ტაქტიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს" - თქვა დეპუტატმა.