კობახიძემ თავისი პირით დაადასტურა, რომ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა - ჯაფარიძე

17.02.22 15:07
კობახიძემ თავისი პირით დაადასტურა, რომ  მიღებული გადაწყვეტილება  პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა - ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება "ოცნებამ" პოლიტიკური მოტივებით მიიღო. 

რა თქმა უნდა, კობახიძემ თავისი პირით დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ" მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, ასე რომ აქ სიახლე არაფერი არის. ცხადია, რომ ეს არის საჯარო დადასტურება იმის, რაც მიმდინარეობს და რაც ყველასთვის ცნობილია, მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, უბრალოდ მოხდა კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ დადასტურება იმის, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. სიახლე ჩემთვის არ არის მის განცხადებაში. ",  - განაცხადა ჯაფარიძემ.

 შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძის შესახებ განაცახდა, რომ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში გადაწყვეტილება მაღალი ალბათობით განსხვავებული იქნებოდა. საქმე ეხება ბადრიო ჯაფარიძისთვის პარლამენტში მანდატის ჩამორთმევას.