ოპოზიციამ კიდევ ერთი ქოლ ცენტრი ამხილა - საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ დაწყებულა
ოპოზიციამ დანაშაულის ჩადენაში კიდევ ერთი ქოლ ცენტრი ამხილა. თუმცა თბილისში, ჭავჭავაძის 30 ნომერში ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები არ დაწყებულა. დღეს ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტულ მისამართზე კონკრეტული ოფისი უჩა მამაცაშვილს ეკუთვნის. ინფორმაციის გადასამოწმებლად "პირველების" გადამღები ჯგუფი ოპოზიცის ლიდერებთან და "ანტიკორუფციული მოძრაობის" წარმომადგენელთან ერთად მივიდა, თუმცა მათთვის შენობის კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრების თქმით, კიბერდანაშაულზე სახელმწიფოს რეაგირება არ აქვს.
ეს ოფისი არის ნათელი მაგალითი დღევანდელი მოცემულობის როცა ხელისუფლება ერთი მხრივ ქმნის იმიტაციას, რომ თითქოსდა ებრძვის დანაშაულს და აკავებენ პირებს დ ამეორ ემხრივ, მათი მფარველობის ქვეშ მყოფი ოფისები აგრძელებენ მუშაობას", - ამბობს ორგანიზაციის წევრი, ვასილ ურუშაძე.
ადგილს რამდენიმე სამართლადამცველი იცავს. გომელაურის უწყებამ ქოლ ცენტრის ადგილის დასაცავად ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი, გიორგი ხურციძე გააგზავნა. ხურციძემ თქვა, რომ დანაშაულის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ფლობს და ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ხაბეიშვილის განცხადების შემდეგ მივიდა.