კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოჩნდა

07.04.21 11:49
კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოჩნდა

ავადმყოფობის შემდეგ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს გამოჩნდა. 

კალაძემ მხარდამჭერებს მოკითხვისთვისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესების გამო მადლობა გადაუხადა. 

თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს, გადაუხადა. 

კალაძემ 26 მარტს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საჯაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ჩანდა.

პირველადი დიაგნოზით, თბილისის მერს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი ჰქონდა, თუმცა, დიაგნოზი არ დაუდასტურდა. კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ მას ვესტიბულოპათია დაუდასტურდა.