უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი იწმუნება, რომ უკრაინა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს.
როგორც ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „დონეცკის“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარებისდამი მიძღვნილი მიმართვისას განაცხადა, უკრაინას ბირთვული იარაღის შექმნას დარჩენილი „საბჭოთა ტექნოლოგიები“ გაუადვილებს.
უკვე გახმიანდა განცხადებები, რომ უკრაინა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს. ეს ცარიელი ყოყოჩობა არ არის. უკრაინას მართლაც რომ აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა ბირთვული ტექნოლოგიები.
ამგვარად, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის შექმნა უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ზოგი სხვა ქვეყნისთვის. განსაკუთრებით, საზღვარგარეთიდან ტექნოლოგიური მხარდაჭერის შემთხვევაში, არც ეს უნდა გამოვრიცხოთ.
ჩვენ არ შეგვიძლია, ამ რეალურ საფრთხეზე რეაგირება არ მოვახდინოთ“ -თქვა პუტინმა.