საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის “აღიარებას” - სალომე ზურაბიშვილი

22.02.22 01:30
საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის “აღიარებას” - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანის “რესპუბლიკების” ცნობას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველო რუსეთის ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად გმობს:

საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების "აღიარებას" - ეს არის იმ სცენარის გამეორება, რამაც ჩვენი ტერიტორების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო დგას თქვენთან - პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას, – წერს ზურაბიშვილი. 

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო. გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.