რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება, იმეორებს 2008 წელს ქართული ტერიტორიების ოკუპაციას - ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ეხმაურება.
პემიერის შეფასებით, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
"იმეორებს 2008 წელს ქართული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას"- დაწერა პრემიერმა.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო. გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.