რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჯარი შეჰყავს
რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჯარი შეჰყავს - ვლადიმირ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში "მშვიდობის უზრუნველყოფის" ბრძანება მისცა.
"რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ" - წერია ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო. გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.