"დაკოპირებულია სიტყვასიტყვით " - რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონები იდენტური დოკუმენტებით აღიარა

22.02.22 11:46
"დაკოპირებულია სიტყვასიტყვით " - რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონები  იდენტური დოკუმენტებით აღიარა

უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგეი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ორი დოკუმენტის მსგავსების ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. რუსეთმა სიტყვასიტყვით გაიმეორა გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ 2008 წელს, გამოსცა მსგავსი დოკუმენტი "LPR"-ზე. ".

"სიტყვასიტყვით დაკოპირებულია. არავითარი კრეატიულობა", - თქვა კისლიცამ და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს აჩვენა იდენტური ტექსტი, რომელიც ორივე განცხადებაში იყო ხაზგასმული.

„კოპირება კარგად მუშაობს, ვინ იქნება შემდეგი? ეს ღია კითხვაა,"  - თქვა კისლიცამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.