ისტორია მეორდება, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად! - გიორგი გახარია

22.02.22 12:47
ისტორია მეორდება, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად! - გიორგი გახარია

"ისტორია მეორდება. რუსეთი თავს ესხმის ქვეყნებს, რომლებიც მოქმედებენ მისი გავლენებისგან დამოუკიდებლად და გააჩნიათ ევროპული მისწრაფებები"- ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია პუტინის მიერ უკრაინის რეგიონების "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებას: 

2008 წელი - საქართველო, 2022 წელი - უკრაინა. დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა. მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ. ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად! - წერს გიორგი გახარია

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო. გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.