პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა

22.02.22 12:55
პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა

"საქართველო უკრაინის გვერდით დგას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას!" - პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო. გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.