გრიფით საიდუმლო საპრეზიდენტო ხარჯებზე - ღარიბაშვილი პრეზიდენტს დოკუმენტებს არ უბრუნებს
"ოცნების" დეპუტატები ვერ ამბობენ, რატომ არ აბრუნებს საქართველოს მთავრობა გრიფით გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
სააკაშვილს შეუძლია მიმართოს მთავრობას. რაც შეეხება საიდუმლო ხარჯებს აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხარჯები იხარჯება კანონიერად საიდუმლო გრიფი სწორედ იმიტომ ადევს, რომ ეს არის საიდუმლო და არ შეიძლება საჯარო გახდეს", - თქვა სოზარ სუბარმა.
არ მაქვს ინფორმაცია რა სახის ინფორმაციაზეა საუბარი და სად იმყოფება ეს დოკუმენტები. იმის მაგივრად რომ კონკრეტულ ბრალდებებზე იყოს კონტრარგუმენტები დაცვის მხრიდან და ბრალდებულის მიმართ წარმოდგენილი, დაცვის პოზიცია ცდილობს, რომ გადაიტანოს სხვა მიმართულებაზე, რომელიც საქმესთან არანაირ კავშირში არ არის", - ამბობს გივი მიქანაძე.
"ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვს.
ისინი მალავენ სიმართლეს, სიმართლე, რომელიც არის პრეზიდენტ სააკაშვილის, გენერალი ჯანაშიას მხარეს და მათ ეშინიათ, რადგან მას მოყვება საზოგადოებრივი რეაქცია. გაუგებარია, რატომ ასაიდუმლოებენ იმას, რაზეც ედავებიან სააკაშვილს და ჯანაშიას", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
მტკიცებულებების გადამალვაში სალომე ზურაბიშვილმა ღარიბაშვილი მას შემდეგ დაადანაშაულა,რაც მსჯავრდებულმა პრეზიდენმა მოქმედს 2013 წლის საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფის საიდუმლოს მოხსნა მოსთხოვა.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა , მოხსნას გრიფით საიდუმლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს. საუბარია 2013 წელს გაწეულ ხარჯებზე, რომლითაც გაირკვევა რა თანხა დახარჯა სააკაშვილმა.