მადლობა ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის - სააკაშვილი
"მადლობა ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის", - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი წერილით ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა.
"მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის - რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.
ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.
ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის.
გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!" წერს მიხეილ სააკაშვილი.
მტკიცებულებების გადამალვაში სალომე ზურაბიშვილმა ღარიბაშვილი მას შემდეგ დაადანაშაულა,რაც მსჯავრდებულმა პრეზიდენმა მოქმედს 2013 წლის საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფის საიდუმლოს მოხსნა მოსთხოვა.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა , მოხსნას გრიფით საიდუმლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს. საუბარია 2013 წელს გაწეულ ხარჯებზე, რომლითაც გაირკვევა რა თანხა დახარჯა სააკაშვილმა.