გავაგრძელებთ კონსულტაციას საქართველოს მთავრობასთან, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის - ჰარცელი პუტინის გადაწყვეტილებაზე

22.02.22 15:01
 გავაგრძელებთ კონსულტაციას საქართველოს მთავრობასთან, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის - ჰარცელი პუტინის გადაწყვეტილებაზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პუტინის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს. საუბარია რუსეთის პრეზიდენტის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებაზე. 

დიპლომატის თქმით,  აღნიშნულიდან დასკვნის გამოსატანად კონსულტაციებს საქართველოს მთავრობასთან გაივლის.

უკვე ყველამ ნახეთ, რომ ევროპელმა ლიდერებმა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სასტიკად დაგმეს. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა  დარღვევა და კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა რა საფრთხეს უქმნის ყველას.

ევროპელ ლიდერებს კონსულტაცია აქვთ პარტნიორებთან იმაზე, თუ რა უნდა იყოს შესაბამისი რეაქცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციას საქართველოს მთავრობასთან, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის და რა იქნება შესაბამისი დასკვნა ამ სიტუაციიდან, - განაცხადა ჰარცელმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.