სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთს მიზნისთვის მიეღწია - ვოლსკი 2008 წლის ომზე
უკრაინას ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას მაინც უჭირს აღიაროს, რომ 2008 წლის ომიც რუსეთმა დაიწყო. მმართველი გუნდის ლიდერი, გიორგი ვოლსკი ხელს ისევ "ნაციონალური მოძრაობისკენ" იშვერს და ამბობს, რომ რუსეთის მიზნის მიღწევაში ხელი სწორედ იმდროინდელმა ხელისუფლებამ შეუწყო.
რუსეთმა გააკეთა სტრატეგიული ჩანაფიქრი ოკუპაცია მოეხდინა საქართველოს გარკვეული ტერიტორიებისთვის, რომელიც მას სჭირდებოდა იმ მიზნების გამო, რაზეც უკვე გესაუბრეთ და სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ამ მიზნებისთვის რუსეთს მიეღწია. 7 აგვისტოს ჩათვლით გვარწმუნებდა, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოში არაფერი ესაქმება, - თქვა ვოლსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.