მიხეილ სააკაშილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთვევაში შიმშილობას არ შეწყვეტს
მიხეილ სააკაშილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთვევაში ის შიმშილობას არ შეწყვეტს.
მსჯავრდებული პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ ეტაპირების შესახებ განცხადება ცოტახნის წინ ეკა ხერხეულიძემ გააკეთა.
ის მიხეილ სააკაშვილს ციხეში რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა. ხერხეულიძე ამბობს, რომ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გაგრძელებამ შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს.
მიხეილ სააკაშვილს სჭირდება და ის ითხოვს, ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით, დაუყივნებლივ სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ მოხდება. ის ამ დაწესებულებიდან გასაყვანია და მისაღები აქვს სამედიცინო სერვისი, რომელიც მნიშვნელოვნად სჭირდება მის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას"- თქვა ხერხეულიძემ.
მისი თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი გახდა , რომელიც გამოირჩეოდა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ "რეპრესიული ღონისძიებების" გატარებით.