დონეცკი და ლუჰანსკი მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში ვაღიარეთ - პუტინი

22.02.22 22:01
დონეცკი და ლუჰანსკი მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში ვაღიარეთ - პუტინი

„ინტერფაქსის" ინფორმაციით, პუტინმა დააკონკრეტა, რა „საზღვრებში“ აღიარეს დონეცკი და ლუგანსკი.

პუტინის მტკიცებით, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ საზღვრები უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვარს ემთხვევა:

ჩვენ ვაღიარეთ ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, შესაბამისად, ვაღიარეთ მათი ფუნდამენტური დოკუმენტები, მათ შორის კონსტიტუცია. კონსტიტუციაში კი საზღვრები ემთხვევა ოლქების უკრაინაში ყოფნის დროს არსებულ საზღვრებს“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა იქვე თქვა, რომ საზღვრების დადგენა უკრაინასთან მოლაპარაკებისას უნდა მოხდეს, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია,  რადგან იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.