რუსეთის ყველა ქმედება ერთი ერთშია 2008 წლის სცენართან - ექსპერტი
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრიანის მიმართ საქართველოში 2008 წელს განვიტარებულ მოვლენებს ადარებს. მისი თქმით, რუსეთი ამჯერადაც 2008 წლის აგვისტოს ომის სცენარის მსგავსად მოქმედებს და განვითარებაც ანალოგიური ექნება.
ყველა ქმედება, ევაკუციის დაწყება, ე.წ. ყალბი დროშის, ფეიკ ნიუსების შექმნა, რომ დაბომბვა აუკრაინული მხრიდან, რაღაცა აგრესია, გადასვლა როსტოვის, რუსეთის ტერიტორიაზე, ეს ყველაფერი არის ერთი ერთში 2008 წლის სცენართან, რა თქმა უნდა და მომავალი განვითარებაც იქნება იდენტური, - ამბობს პეტრიაშვილი.