რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები - აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან
აქცია პერფორმანსი პარლამენტთან - საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. ისინი ადგილზე რუსულ ოკუპაციას და უკრაინასი მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სპეციალური სტენდები მიიტანეს, სადაც აგრესორი რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ფაქტებია დატანილი.
101 წლის თავზე რუსული საბჭოტა ოკუპაციიდან იგივე საფრთხის იწნაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ ჩვენჯი თანამოძმე უკრაინელი ერი. მეთოდები რუსული იმპერიის არის უცვლელი და ეს ამ სტენდებზე არის კარგად გამოსახული, იმიტომ, რომ ისევ იყენებენ ეთნოკონფლიქტებს, რომელიც თვითონ გააღვივეს ხელოვნურად, ისევ იყენებენ მეხუთე კოლონას, რომლებიც არის დღეს რეოგორც "ალტ ინფო" და "პატრიოტთა ალიანსი" იგივე ჯგუფებმა შემოიყვანეს მე-11 წითელი არმია 101 წლის წინ, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი.
აქციის ორგანიზატორები პერფომანსს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში მთელი დღის განმავლობაში გეგმავენ. სამოქალაქო აქტივისტები და ისტორიკოსები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.