ქვეყნიდან უნდა გაიყვანონ - მიხეილ სააკაშვილის დედა

23.02.22 11:24
ქვეყნიდან უნდა გაიყვანონ - მიხეილ სააკაშვილის დედა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, ტყვეობაში მყოფიუ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. როგორც გიული ალასანიამ "ტვ პირველს" უთხრა, სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა სჭირდება. 

პირდაპირ უნდა გაიყვანონ! საჭიროა, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, სადაც შესაძლებლობა იქნება მისი მკურნალობა. ეს ჩემი აზრი კი არ არის, ყველა ექიმი ამაზე თანხმდება. შიმშილობა მისთვის დაუშვებელია, მითუმეტეს იმ 50-ზე მეტი დღის შიმშილობის შემდეგ. ყველა გვაფრთხილებდა, რომ განმეორებითი შიმშილობა არ შეიძლება"- თქვა ალასანიამ. 

საქართველოს  მესამე პრეზიდენტი მესამე დღეა შიმშილობს.