ხელისუფლება გვყავს?! - მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება
ოკუპანტების მიერ გატაცებული ყოფილი ჯარისკაცი ისევ ტყვეობაში რჩება. მამუკა ჩხიკვაძის ე.წ. სასმართლო პროცესი, რომელიც გუშინ უნდა ჩატარებულიყო, დე-ფატქო რეჟიმმა უვადოდ გადადო.
საოკუპაციო რეჟიმს ყოფილი ჯარისკაცი უკვე სამი თვეა ცხინვალის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ყავს გამოკეტილი.
რა მდგომარეობაში ოკუპანტების ტყვე, ოჯახმა არაფერი იცის, ინფორმაციას არც ხელისუფლება ავრცელებს.
ხელისუფლება გვყავს?! მამუკას თავი რომ დავანებოთ, უკრაინას არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა, ქვეყანას, რომელიც ყველა ომში ჩვენ გვერდით იდგა. ჩვენი ბიჭები იქ იხოცებიან და საქართველოს ხელისუფლება კი უმოქმედოა. სოლიდარობა მაინც რომ გამოუცხადონ.
მამუკას რაც შეეხება, ჩვენ ისევ ევროპას ან წითელ ჯვარს თუ შევეხვეწებით, აბა ამათ რუსეთის ეშინიათ"- აცხადებენ მამუკა ჩხიკვაძის ოჯახის წევრები.
ყოფილი სამხეროები ფიქრობენ, რომ თანამებრძოლი ცხინვალის ციხეში აწამეს.
მამუკა ჩხიკვაძის გარდა ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე რჩება.