შეუერთდება თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - თალაკვაძის თქმით, "შეკითხვა არასწორია"
საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული, -ასე პასუხობს ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე კითხვას, დაუჭერს თუ არა საქართველო მხარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და რამდენად შეიძლება შეუერთდეს მას. თალაკვაძის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით შეკითხვა „არ არის სწორად დასმული".
სანქციებს შეიმუშავებს აშშ და ევროკავშირი და რა თქმა უნდა, როცა გითხარით, რომ ველით საერთაშორისო საზოგადოების ქმედით ნაბიჯებს, ზუსტად ამას ვგულისხმობდით, რომ სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს და პირველი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები საერთაშორისო საზოგადოებამ ნახა. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული,"- განაცხადა თალაკვაძემ.