ჩვენ ვხელმძღვანელობთ ხალხის მანდატით და არა ენმ-ს დღის წესრიგით - პაპუაშვილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე

23.02.22 13:10
ჩვენ ვხელმძღვანელობთ  ხალხის მანდატით  და არა ენმ-ს დღის წესრიგით - პაპუაშვილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება  უკრაინას მხარს უჭერს, თუმცა  სანქციებსა და რეზოლუციაზე საუბარს ოპოზიციის მხრიდან ისტერიას უწოდებს. პაპუაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას "ოცნება"  ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის ინტერესებით, აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლება რა თქმა უნდა შესაბამისად გვერდში დაუდგება უკრაინას. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან წარმოებულ ისტერიას იქნება ეს სანქციები, რეზოლუცია თუ ა.შ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ხალხის მანდატით  და არა "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.