"არა ნატოს სისხლიან პოლიტიკას" - აშშ-ს საელჩოსთან რადიკალები აქციას მართავენ

23.02.22 13:20
"არა ნატოს სისხლიან პოლიტიკას" - აშშ-ს საელჩოსთან რადიკალები აქციას მართავენ

"არა ნატოს ექსპანსიას" - აშშ-ს საელჩოსთან რადიკალები აქციას მართავენ. ათეულობით ადამიანი საქართველოს დასავლურ კურსს აპროტესტებს. პუტინისტური დაჯგუფების წევრები ამტკიცებენ, რომ საქართველო და უკრაინა შეერთებული შტატების გეოპოლიტიკურ ამბიციებს ეწირება. აქციის მონაიწლეებმა ადგილზე სიმბოლურად კარი მიიტანეს იმის დასტურად, რომ ნატო საქართველოს გაწევრიანებას მხოლოდ პირდება და პირობას არ ასრულებს. 

ღია კარის პოლიტიკის გამო ჩვენ ვხედავთ რა დღეში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა "ნატო-ნატოს" ძახილში. შეგვაჯახეს რუსეთის უძლიერეს იმპერიას, რომელთან შეჯახებამაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა", - ამბობს ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

აქციაზე მყოფი პრორუსული დაჯგუფების წევრები ფიქრობენ, რომ უკრაინამ თავის საქმეს თავად უნდა მიხედოს.