მიხეილ სააკაშვილი პირადად პუტინის ტყვეა - ლევან ხაბეიშვილი

23.02.22 13:37
მიხეილ სააკაშვილი პირადად პუტინის ტყვეა - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობიაში" პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩაინიშნა - ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის ხელმეორედ გამოცხადების შემდეგ იკრიბება და სამომავლო გეგმებს დასახავს. 

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებს ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ გახდება ცნობილი: 

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის, პირადად ვლადიმერ პუტინის პირადი ტყვეა. მსოფლიოში თუ ვინმე მოიძებნება პოლიტიკოსებისგან, ლიდერებისგან, ვისაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნა უხარია, არის რუსეთი და ვლადიმერ პუტინი"- თქვა ხაბეიშვილმა. 

მისი თქმით, თუ პუტინის პოზიციები შესუსტდდება, "ქართულ ოცნებას" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკან დახევა მოუწევს. 

პუტინის პოზიციების შესუსტებასთან ერთად, დასუსტდდება საქართველოს ხელისუფლებაც და მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხდვევაში, ისინი კვლავ გააგრძელებენ პრეზიოდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანუი მობყრობას და წამებას"- დასძინა მან. 

ლევან ხაბეიშვილი რუსთავის ციხეში, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდება. მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა სამი დღის წინ გამოაცხადა. დაკავებულის ადვოკატები მის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გაყვანას ითხოვენ.