"სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია" - ბერგაძის უწყებას მოშიმშილე პრეზიდენტისთვის ციხეში ექიმებიც კი არ ყავს

23.02.22 14:03
"სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია" - ბერგაძის უწყებას მოშიმშილე პრეზიდენტისთვის ციხეში ექიმებიც კი არ ყავს

 შიმშილობის მესამე დღე - საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, თუმცა რატი ბრეგაძის უწყებას მოშიმშილე პრეზიდენტისთვის ციხეში ექიმებიც კი არ ყავს. 

"ჩვენი მოთხოვნაა, ნებისმიერი გზით მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვა. თუ ეს მოითხოვს სამედიცინო ბრიგადას ეზოში, ბუნებრივია, ის უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ხოლო ამ დაწესებულებაში, საქმედიცინო ოთახში, რომელიც ამბულატორია გახლავთ, შესაძლებელია მხოლოდ, ის რომ მან მიიღოს გარკვეული მედიკამენტი - წნევის დამარეგულირებელი ან დამწევი. რაც არ ვარის საკმარისი. კონკრეტულ საკითხებზე ვაჭრობას, აქ ციხის ეზოში, ორი ექიმი იმორიგევებს თუ სამი, ჩვენ არ ვაპირებთ. ფაქტია, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს"- განაცხადა თუთბერიძემ რუსთავის ნომერ მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ. 

ადვოკატი ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ  შეურაწყოფის ფაქტი არ დადასტურდა. თუთბერიძის თქმით, გუშინ, რაიმე სახის დაპირირისპირებას ადგილი არ ჰქონია.