ღარიბაშვილის ფეისბუქის პოსტების დარეკლამებისთვის 17 თვეში, 117 496 დოლარი დაიხარჯა - "აი, ფაქტი"

23.02.22 14:04
ღარიბაშვილის ფეისბუქის პოსტების დარეკლამებისთვის 17 თვეში, 117 496  დოლარი დაიხარჯა - "აი, ფაქტი"

აი, ფაქტის მონაცემებით, პრემიერ ღარიბაშვილის ფეისბუქ გვერდის პოსტების დარეკლამებისთვის 2020 წლის აგვისტოდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, 117,496 აშშ დოლარი დაიხარჯა.

ორგანიზაციის ინფორმაციით:

  • ილია მეორეს ღარიბაშვილთან შეხვედრის ამსახველი და პატრიარქის აღსაყდრების მილოცვის პოსტი - დაიხარჯა 200-200 დოლარი.
  • ეკლესიური დღესასწაულების, ნინოობის, ნიკოლოზობის, ბარბარობის, შობის მისალოცი პოსტები - რეკლამაში გადავიხადეთ 3 ათას დოლარზე მეტი.
  • ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაჭერის პოსტი - დასპონსორდა 300 დოლარით.
  • არჩევნებზე ღარიბაშვილის ხმის მიცემის და გამარჯვების ამსახველი ფოტოები - დაიხარჯა  2400 დოლარი.