საქართველოს ეკონომიკა საფრთხის წინაშე - რა გავლენა ექნება უკრაინის მოვლენებს ქართულ ბაზარზე

23.02.22 15:10
საქართველოს ეკონომიკა საფრთხის წინაშე - რა გავლენა ექნება უკრაინის მოვლენებს ქართულ ბაზარზე

უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენოს. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტები საუბრობენ. მათი პროგნოზით, რუსეთიდან იმპორტულ ხორბალზე დეფიციტი საქართველოში პურპროდუქტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს, რადგან ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი  რუსულ და უკრაინულ ბაზარზეა დამოკიდებული. რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოზე აისახება.ექსპერტების შეფასებით, საქართველოს გაუჭირდება ექსპორტის და იმპორტის განხორციელება და ფულადი გადარიცხვები ვეღარ შემოვა.

ყოველწლიურად უფრო და უფრო დამოკიდებული ვხვდებოდით რუსეთზე განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქციის ნაწილში, ეს არის ხორბალი, ნავთობპროდუქტები და ელექტროენერგია, რომელცი დიდი ალბათობით შეიქმნება რუსეთში. კრიზისის შემთხვევაში, რომელიც დიდი ალბათობით შეიქმნება რუსეთში, ჩვენ გაგვიჩნდება ხორბლის დეფიციტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში გაიზრდება ფასები იმ პროდუქციაზე, რომლის წარმოებაც ხდება ეს არის პური და პურ-ფუნთუშეული", - ამბობს ვასილ ურუშაძე.