რეგიონში, სადაც რუსული ბომბები ცვიოდა, პრორუსებმა ოფისი გახსნეს

23.02.22 15:02
რეგიონში, სადაც რუსული ბომბები ცვიოდა, პრორუსებმა ოფისი გახსნეს

5 ივლისის ძაალდობრივი აქციის ორანიზატორები ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ ოფისებს ხსნიან, პრორუსი  მოძალადის, კოკა მორგოშიას პარტია "ალტ ინფომ"  ოფისების გახნა  იუნკერების  ხსოვნის დღეს შიდა ქართლიდან დაიწყო. პირველი ოფისი  თბილისის შემდეგ პრორუსმა მოძალადეებმა ქარელში გახნეს. პარტიის დამფუძნებლები დაფინანსების წყაროს არ ასახელებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მათი მიზანი ნეოლიბერალიზმის დამარცხება.

ერთადერთი ძალა დღეს ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ, ვისაც შეუძლია, რომ გაიმარჯვოს ამას ვემსახურებით", - ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

პრორუსების შემდეგი ოფისი ქალაქ გორში გაიხსნება, სადაც  2008 წელს რუსეთის ბომბები ცვიოდა. 

 ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" პრორუს ძალებს ახალისებენ.

როცა ხელისუფლება ცდილობს ჩვენი ფინანსური არხების გადაკეტვას, როგორ ახერხებს ეს ჯგუფი ფინანსური რესურსების მობილიზებას და ყველა რეგიონში ოფისების გახსნას", - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, კახა ქემოკლიძე.