სააკაშვილის ციხიდან დახსნის გზები - ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოულოდნელად გიული ალასანია მივიდა

23.02.22 15:02
სააკაშვილის ციხიდან დახსნის გზები - ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოულოდნელად გიული ალასანია მივიდა

მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის გზები - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიულოდნელად მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მივიდა. სხდომის შესახებ ალასანიამ ტელევიზიიდან შეიტყო და საბჭოზე დასწრება გადაწყვიტა. 

გიული ალასანია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის გზებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. პარტიის წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა მესამე პრეზიდენტის მიერ გამოცფხადებული შიმშლობა იქნება. 

მიხეილ სააკაშილის გათვაისუფლების თემა იქნება პრიორიტეტული თემა, მათ შორის, ჩვენ ვისაუბრებთ, ბუნებრივია, უკრაინის თემაზე, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის გამომდინარე იმ პროცესებიდან, რაც ვითარდება და გამოდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დისტანცირებულია უკრაინისგან, დისტანცირებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. მტავარი და ყელაზე ეფექტიანი იარაღი ჩვენს ხელში არის საპროტესტო აქტივობები და ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, - თქვა მინაშვილმა. 

თუ რას აპირებს ოპოზიცია და რა გეგმა აქვს ენმ-ს, ცნობილი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება.