"ოცნებამ" კონტროლი სენაკზეც დაკარგა - საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს
"ქართულმა ოცნებამ" კონტროლი კიდევ ერთ ქალაქზე დაკარგა - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 17 ხმით პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ირაკლი კაჭარავა აირჩიეს. სხდომას "ქართული ოცნება" არ დასწრებია, მას 16 მანდატი აქვს.
"ოცნება“ ამ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებს, მათი მტკიცებით, საკრებულომ ჯერ 9 თებერვალს და კი დღეს "უკანონო, არალეგიტიმური გადაწყვეტილებები მიიღო.
მმართველი პარტია სასამართლოს მიმართავს. საბა ოდიშარიამ განაცხადა, რომ 9 თებერვალს საკრებულოს ოპოზიციამ სხდომა ქვორუმის გარეშე ჩაატარა, ირაკლი კაჭარავავას უფლებამოსილება ცნეს, რითაც მმართველი პარტიის მტკიცებით, ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო 17 ხმა მოაგროვა.
ცნობილია, რომ ქართული ოცნება სხდომის ჩაშლას დილიდან ცდილობდა - საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.