ჩვენ პირველივე არჩევნებზე ვიქნებით მმართველი ძალა - პრორუსი რადიკალები ხელისუფლებაში მოსვლას აანონსებენ

23.02.22 16:51
ჩვენ პირველივე არჩევნებზე ვიქნებით  მმართველი ძალა - პრორუსი რადიკალები ხელისუფლებაში მოსვლას აანონსებენ

პრორუსი რადიკალები საქართველოს  ხელისუფლებაში მოსვლას აანონსებენ.5 ივლისის  ძაალდობრივი აქციის ერთ-ერთი ორანიზატორი, კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ მათი პრორუსული პარტია საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლას პირველივე არჩევნებზე აპირებს. მორგოშიას თქმით, "ალტ-ინფო" ქვეყნის დეოკუპაციას მოახდენს. ამის შესახებ მორგოშიამ, ქარელში  პარტიის რეგიონული ოფისის გახსნის დროს განაცხადა. 

ჩვენ ვართ პროქართული ძალა და კი არ გვეუხერხულება, პირიქით ვთვლით, რომ სწორედ ამ პარტიას აქვს ის გასაღები, საიდანაც ქვეყნის დეოკუპაცია უნდა მოხდეს. 

რაში გვჭირდება "ქართული ოცნების" მხარდაჭერა, ჩვენ პირველივე არჩევნებზე ვიქნებით მთავრობა და მმართველი ძალა", - თქვა კონსტანტინე მორგოშიამ.