5 მარტი, 5 საათი - ქვეყანაში აქციები იწყება

23.02.22 20:12
5 მარტი, 5 საათი - ქვეყანაში აქციები იწყება

გადაწყვეტილება მიღებულია - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიციცხლის გადარჩების მოთხოვნით, ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 5 მარტს, 17:00 საათზე დაიწყება. 

აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა იქნება. 

ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხოურ კლინიკაში, შესაბამისი მკურნალობის მისაღებად. პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ბრძოლაში, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - განაცხადა მელიამ.