ახლა, როგორც არასდროს, აშშ იდგება ქართველების გვერდით, მხარს დაუჭერს სუვერენიტეტს - აშშ-ის ელჩი
"ქართველმა და უკრაინელებმა, ევროატლანტიკური გზა აირჩიეს და აშშ ისე, როგორც არასდროს, იდგება ქართველი ხალხის გვერდით" - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
ქართველებმა, ისევე, როგორც უკრაინელებმა აირჩიეს გზა ევროატლანტიკური ინტერგაციისკენ. აშშ-ში ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა ქართველი ხალხისა და თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულზე. ამ კვირაში შეხვედრებზე აშშ-მ მტკიცედ და ნათლად წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება. ახლა, როგორც არასდროს, აშშ იდგება ქართველი ხალხის გვერდით - მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ერთად ვიმუშავებთ იმ მომავლისთვის, რომელიც ქართველებს სურთ და იმსახურებენ - სტაბილური, დაცული და აყვავებული საქართველოსთვის, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში"- თქვა დეგნანმა.