ანტივაქსერი პრემიერი - "ბუსტერს აზრი არ აქვს"

24.02.22 00:26
ანტივაქსერი პრემიერი - "ბუსტერს აზრი არ აქვს"

ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი ანტივაქსერული განცხადება - ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ბუსტერ დოზას აზრი არ აქვს. 

მთავრობის მეთაური  უცხოელი და ქართველი ეპიდემიოლოგების დასკვნების წინააღმდეგ მიდის, რომლებიც ატკიცებენ, რომ ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ბუსტერ დოზა ეფექტურად მუშაობს. 

მოუსმინეთ მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რეალურად რა არის ომიკრონი, ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასასრულის დასაწყისი. ის, რომ ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს, ეს ჩემი ნათქვამი კი არ არის, ეს არის პროფესორი ფაუჩის ნათქვამი და სხვა ყველასი"- თქვა ღარიბაშვილმა. 

მთავრობის მეთაურმა მაგალითად მოიყვანა "ერთი მინისტრი", ვინც ღარიბაშვილის მტკიცებით 4-ჯერ იყო აცრილი თუმცა ომიკრონით მაინც დაინფიცირდა: 

მე ვარ რეალისტი, სიმართლის მომხრე. მოსახლეობას ტყუილს ვერ ვეტყვი, მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, ყველა ანალიზს უკეთებს, რაც ხდება მსოფლიოში.

მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, ომიკრონზე უბრალოდ არ მუშაობს, თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს, ბუსტერიანზე და ა.შ". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.